გამოფენის შესახებ

სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობს ტექნიკის ლიდერი მწარმოებელი კომპანიები. გამოფენა მასპინძლობს მნახველებს  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

გამოფენის ფარგლებში ცნობილი კომპანიები სატელეკომუნიკაციო სფეროს უახლესი თაობის მოწყობილობებს წარმოადგენენ. თითოეულ კომპანიას საკუთარ სტენდზე  გამოფენილი აქვს სატელევიზიო, კინო  და რადიო ტექნიკისა და აქსესუარების ფართო არჩევანი. გარდა ამისა, მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები მართავენ დამსწრე საზოგადოებისათვის პრეზენტაციებსა და სემინარებს აქტუალურ თემებზე.

სამაუწყებლო ტექნიკის  საერთაშორისო გამოფენა მედია კომუნიკაციების, კინო და რადიო მაუწყებლობის დარგის განვითარების გარდა, ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას და მისი ცნობადობის ამაღლებას. სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენას რეგიონში პრეცედენტი არ აქვს. გამოფენა საქართველოსთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონში ტექნოლოგიურ ლიდერად ჩამოყალიბების გზაზე.

სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა ერთადერთი  პლატფორმაა, სადაც მწარმოებელი, მიმწოდებელი და დამკვეთი ერთმანეთს ხვდებიან, განიხილავენ თანამედროვე მიღწევებს სამაუწყებლო სფეროში.

 


  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

   

 

პარტნიორები