2019
კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე წელს 160-მდე ნამუშევარი შემოვიდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან. სელექციის ჟიურიმ სამთვიანი მუშაობის შედეგად გამოავლინა თოთხმეტი ნომინანტი, რომელთა შორის გამარჯვებული 27 სექტემბერს ფესტივალის დახურვის ცერემონიზე გამოვლინდა.
ნომინაციებში გამარჯვებულები: |
სელექციის ჟიურის წევრები: |
საუკეთესო კინო ოპერატორული ნამუშევარი - კარლ რასმუსენი „გაბე“ (შვედეთი); საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი - გიორგი ძოწენიძე „ ზაატარის ლტოლვილთა ბანაკი“ (საქართველო); საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ოპერატორული ნამუშევარი - ილია კონდრატიევი „დაბნელებამდე: ნოველა 2 ძველი სახლი“ ( რუსეთი); საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი - იშტვან ბალაში „კასტინგი“ ( უნგრეთი); გრან პრი - იშტვან ბალაში „კასტინგი“ ( უნგრეთი).
სპეციალური პრიზებისელექციის ჟიურის სპეციალური პრიზი - მარტინ დიმიტროვი (ბულგარეთი); ქენონის სპეციალური პრიზი - ავა მუხიევა (რუსეთი); პანასონიკის სპეციალური პრიზი - გაბორ სენტივანი (უნგრეთი); სონის სპეციალური პრიზი - მაჯიდ სედაჯათ ბორჯი ( ირანი); ინოვატორის სპეციალური პრიზი - ჯონათან ვანინ ( ბელგია); საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზი - კალევ ჰილერი (ესტონეთი). |
მაია არჩვაძე -კინორეჟისორი, სცენარისტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი (საქართველო); ზაქარია ჯორჯაძე - კინორეჟისორი, სცენარისტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი (საქართველო); ალექსანდრე ჟღენტი -კინორეჟისორი, სცენარისტი, აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი (საქართველო).
საერთაშორისო ჟიურის წევრები:
ელდარ მდინარაძე - კინორეჟისორი, სცენარისტი, ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი, საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე; როჯერ სიმონსი - კინორეჟისორი, ბრიტანეთის ოპერატორთა საზოგადოების (BSC) სრული და Rose Bruford-ის სახელოვნებო კოლეჯის საპატიო წევრი; ჯონ ჰენშალი- სატელევიზიო ოპერატორთა გილდიის პრეზიდენტი; ანანდ სუნდარეშა - დამდგმელი კინო ოპერატორი, ვიზუალური ხელოვნების სპეციალისტი. |