პირობები

ფესტივალზე საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის წესები და პირობები

მონაწილეობა

საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლიათ:

 პროფესიონალ ოპერატორებს

 სტუდენტებს

 ტელეკომპანიებს

 სტუდიებს/შემოქმედებით გაერთიანებებს

 ნამუშევარზე საავტორო უფლების მფლობელებს

ყველა ზემოთ ხსენებული პირი მოხსენიებული იქნება, როგორც კონკურსის მონაწილე და იქნება პასუხისმგებელი ფესტივალის წესებისა და პირობების შესაბამისად.

საკონკურსო ფილმები უნდა აკმაყოფილებდენ შემდეგ პირობებს:

- მხატვრული ან დოკუმენტური კინო, ექპერიმენტული კინო

- ფილმის ხანგრძლივობა

- შეუზღუდავი

- ჩვენების ფორმატი- ციფრული ვერსია

- საკონკურსო ნამუშევარი დასრულებული უნდა იყოს, კინოფესტივალის ჩატარების თარიღამდე მაქსიმუმ 2 წლით ადრე.

ფესტივალზე ნომინირებულ ფილმებს თან უნდა ახლდეს რიგი დოკუმენტები: სუბტიტრები ინგლისურად, სარეკლამო და პრეს მასალები, მასალები კატალოგისათვის, ინფორმაცია ფილმის ავტორებზე, კინოფილმის ფოტოები და ოპერატორის ფოტო.

ნომინირებული ფილმების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ელექტრონული ფოსტით. დარწმუნდით, რომ თვქენს მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი სწორია.

 

 მონაწილეობის პირობების PDF-ის გადმოწერა 

 

 

პარტნიორები