ფესტივალის შესახებ

21 საუკუნეში ვიზუალური ხელოვნება დღითი დღე ვითარდება და წარმოუდგენელი პროგრესის მომსწრესა და მონაწილეს გვხდის. ოპერატორები არიან ადამიანები რომელთა ხედვაზეც დიდად არის დამოკიდებული როგორ აღვიქვამთ მოვლენებს, მიუხედავად ამისა ისინი ყოველთვის კადრს მიღმა დგანან და ჩვენთვის უცნობებად რჩებიან: ტელეოპერატორები ხშირად სიცოცხლის ფასად გვაწვდიან კადრებს საომარი მოქმედების ეპიცენტრიდან თუ სტიქიური უბედურებების ზონიდან, კინო ოპერატორები კი - ლამაზი და საინტერესო კადრებით იპყრობენ ჩვენს მზერას.

2009 წლიდან საქართველო კინო და ტელეოპერატორების ფესტივალს „ოქროს თვალი“ მასპინძლობს. ფესტივალის მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებითი და პროფესიული განვითარებისათვის ხელის შეწყობა, მათი საქმიანობის პროპაგანდა და სტიმულირება, საუკეთესოთა გამოვლენა და წარმოჩენა. ფესტივალი საერთაშორისოა და როგორც მისი უცხოელი სტუმრები აღნიშნავენ უნიკალურია მსოფლიოში.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან „ოქროს თვალზე“ წარდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს სფეროს წამყვანი სპეციალისტებისაგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური აფასებს. გრან-პრი „ოქროს თვალი“ კი - გამორჩეული ოპერატორული ნამუშევრის ავტორს ენიჭება.

 

 

ოქროს თვალის“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

 

გრან-პრი - ოქროს თვალი;

საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი;

საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი;

სარისკო კადრი;

საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი.

 

 

საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლიათ:

 

პროფესიონალ ოპერატორებს;

სტუდენტებს;

ტელეკომპანიებს;

სტუდიებს/შემოქმედებით გაერთიანებებს;

ნამუშევარზე საავტორო უფლების მფლობელებს.

 

 

 

  

 

   

 

პარტნიორები