2015

ჰირო ნარიტა - გონების და შუქის ზღვარი / 16 ოქტომბერი, 2015 - 13:00

 

გონების და შუქის ზღვარი - ურთიერთქმედება ეკრანზე გამოსახულსა და ნაგულისხმევს შორის.

ეს ნამდვილი საოცრებაა, რომ ორგანზომილებიან მოძრავ სურათებს შეუძლიათ მრავალი განზომილების შექმნა ჩვენს გონებაში; წარმოსახვითი და ნამდვილი სრულიად სპონტანურად გადაიკვეთებიან და ერთიანდებიან მასში.

მე, როგორც კინემატოგრაფისტმა ვიცი, რომ ვიზუალური მხარე ფილმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია; მაგრამ ასევე ვიცი, რომ ის რაღაც უფრო დიდის კომპონენტიც არის, სადაც ერწყმის მონტაჟს, გახმოვანებას და ბევრ სხვა რამეს და ამგვარად აღწევს მაყურებლამდე და ზემოქმედებას ახდენს მის გრძნობებზე.

კამერა შეიძლება იყოს დამკვირვებელი; მაგრამ ის ასევე შეიძლება იყოს თხრობის მონაწილე. რეჟისორი ქმნის ვიზუალურ სტილს ისე, რომ ის შეესაბამებოდეს იმ ისტორიას, რომლის გადმოცემასაც რეჟისორი ცდილობს.

პარტნიორები