2016

 

 

ბრუს ნიკოლსონი

 
 

ბრუს ნიკოლსონი თანამედროვე მსოფლიოში ვიზუალური ეფექტების ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია. თავისი კარიერის მანძილზე მას უმუშავია ისეთ გახმაურებულ ფილმებზე, როგორიცაა: 

ვარსკვლავური ომები ომები, ეპიზოდი IV- ახალი იმედი;

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V-იმპერიის საპასუხო დარტყმა;

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI-ჯედაის დაბრუნება;

ინდიანა ჯონსი – დაკარგული კიდობანის ძებნაში.

 

 ბრუს ნიკოლსონს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის აღსანიშნავია  ამერიკული კინო აკადემიის (ოსკარი) ჯილდო საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისათვის, ფილმისთვის - „ინდიანა ჯონსი – დაკარგული კიდობანის ძებნაში“, კინო აკადემიამ ის მეორედაც წარადგინა ოსკარზე  1982 წელს, ფილმისთვის „პოლტერგეისტი“.

გარდა ამისა, მას განსაკუთრებული ღვაწლისთვის ფილმისთვის „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V-იმპერიის საპასუხო დარტყმა“ საპატიო ჯილდო გადაეცა, 1980 წელს. ბრუს ნიკოლსონი არის ხელოვნების უნივერსიტეტის (Academy of Art University) ლექტორი, მას ნამუშევარი აქვს ისეთ ლეგენდარულ კომპანებთან, როგორიცაა Industrial Light & Magic-ი და Sony Pictures Imageworks.  აღსანიშნავია, რომ მისი ფილმოგრაფია 50-ზე მეტ სრულმეტრაჟიან ნამუშევარს აერთიანებს.

 
   

ქრისტოფერ კოპოლა

 
 

ქრისტოფერ კოპოლა, PlasterCITY Productions-ის პრეზიდენტია, წლების განმავლობაში მოწინავე პოზიციებს იკავებდა ციფრულ მედია სფეროში. 1987 წლიდან მოყოლებული, მისი რეჟისორებით შეიქმნა 10-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი ფილმი, უამრავი სატელევიზიო შოუ, გასართობი პლატფორმა, თუ სხვა სახის სატელევიზიო პროდუქტი.   ქრისტოფერ კოპოლა იყო, ისეთი ღონისძებების საპატიო სტუმარი, როგორიცაა CES, NAB, SHOWWEST, გარდა ამისა სტუმრობდა მრავალ კინო ფესტივალსა და ციფრულ მედია ღონისძიებას. ქრისტოფერ კოპოლას საპროდიუსერო კომპანია ქმნის დაბალბიუჯეტიან ფილმებს, რომელზე მუშაობის შესაძლებლობა პროფესიონალებთან ერთად ეძლევათ დამწყებ კინომატოგრაფებს.  

 2006 წელს, მან საფუძველი ჩაუყარა პროექტს ხელმისაწვდომი ჰოლივუდი, არაკომერციულ ციფრული ფილმების ფესტივალს, რომელიც კინო ინდუსტრიას ხელმისაწვდომს ხდის თითოეული ადამიანისათვის. დღეისათვის, დაახლოებით 60 ციფრული მედია ფესტივალი ჩატარდა „ხელმისაწვდომი ჰოლივუდის“ პატრონაჟით, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

ქრისტოფერი ამჟამად სან ფრანცისკოს ხელოვნების უნივერსიტეტის კინო პროგრამის ხელმძღვანელი და სრული პროფესორია, ის აქტიურად უჭერს მხარს სახელოვნებო განათლებას საჯარო სკოლებში. კოპოლა გამორჩეული კინო ოჯახის წევრია, სულ ცოტა ხნის წინ თავის ძმასთან ნიკოლას ქეიჯთან ერთად გამოცნდა ფილმში „სამხრეთის მძვინვარება“. ქრისტოფერი 21 წლის მანძილზე ამერიკის რეჟისორთა გილდიის წევრი გახლდათ.

   

დათო  ტურაშვილი

 

დაიბადა ქალაქ თბილისში 1966 წლის 10 მაისს უკუღმა (ფეხებით). საბავშო ბაღში არ უყვარდა ხახვიანი წვნიანები და შუადღის ძილი.

თბილისის 57 ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას თბილისის, ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში.

სტუდენტობის დროს აქტიურად იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ დემოკრატიული ცვლილებებისათვის და იყო საქართველოში სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გამოიცა მისი პირველი მოთხრობების კრებული.

მოთხრობების გარდა წერს რომანებს, კინოსცენარებსა და პიესებს თეატრებისთვის.

დღეისთვის გამოცემული აქვს 17 წიგნი.

მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე და გამოქვეყნებულია უცხოეთის ლიტერატურულ პერიოდიკაში. უკვე თორმეტ ქვეყანაში გამოიცა მისი ერთ-ერთი რომანი “ჯინსების თაობა”.

ჰყავს მეუღლე მაკა კეკელიძე და სამი ქალიშვილი: ანა-მარიამი, ლიზარაზუ და სოფიო.

ქართულად თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან.

არის ნაციონალური ბესტსელერების ავტორი და მიღებული აქვს მონაწილეობა ალპინისტურ ექსპედიციებში კავკასიონის, ანდებისა და ჰიმალაის მთებში...

 

პარტნიორები