2014

 

 

ჯონ ჰენშალი

 

 

ჯონ ჰენშალი „ეპი ცენტრის“ აღმასრულებელი და მმართველი დირექტორია. ეს ბრიტანული კომპანიაა, რომელიც 1993 წელს დაფუძნდა, ის ელექტრონული ფოტო ტექნიკის მწარმოებლებსა და მომხმარებლებს სთავაზობს კოლსულტაციებისა და ტრენინგებს.

ჯონს აქვს უდიდესი გამოცდილება ფოტოგრაფიის ყველა მიმართულებაში, როგორც ტექნიკური, ასევე შემოქმედებითი კუთხით -უძრავი და მოძრავი სურათი; ვერცხლის ჰალოგენური თუ ელექტრონული/ციფრული ფოტოსურათები.

ჯონი აქტიურად იყო დაკავებული ელექტრონული ფოტოგრაფიით მთელი მოღვაწეობის მანძილზე, მან 15 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა, როგორც ფოტოგრაფმა ასევე სატელევიზიო ოპერატორმა- BBC-ს სატელევიზიო ცენტრისთვის ლონდონში. ჯონი მიიჩნევს, რომ მისი პირდაპირი მოვალეობაა, თავისი უნარი და გამოცდილება გადასცეს მომავალ თაობას, ამიტომაც უკვე მრავალი წელია დიდი სიფრთხილით შერჩეული სტუდენტები აჰყავს შეგირდებად .

1970-იანი წლების შუაში მუსიკალური კლიპების გადასაღებად Telefex-ის აღჭურვილობის გაქირავებისას, ის შეხვდა კიტ მაკმილანს, რამაც განაპირობა მისი შემდგომი მუშაობა ოპერატორად , ამ სიახლეების მაძიებელ რეჟისორთან ერთად. ჯონი იყო ასობით ცნობილი შემსრულებლის მუსიკალური კლიპის ოპერატორი, მათ შორის პოლ მაკარტნის, ქეით ბუშის, ბლონდის, დევიდ ბოუისა და ელტონ ჯონის.

2009 წლის 30 ივნისს, გილდფორდის კათედრალში გამართულ ცერემონიალზე, ჯონ ჰენშალს ერთ-ერთი წამყვან ბრიტანული შემოქმედებითი ხელოვნების ინსტიტუტისაგან გადაეცა საპატიო ჯილდო.

 

   

ჰირო ნარიტა

 

 

ჰირო ნარიტამ უკანასკნელი 35 წელი მიუძღვნა განათების, ფერისა და კომპოზიციის ურთიერთქმედების აღმოჩენას, რომლებიც ამბავსა და ემოციებს გადმოგვცემენ. მისი მოღვაწეობა მოიცავს, როგორც პატარა და ექსპერიმენტალურ, ასევე ეპიკურ და კომერციულ ნამუშევრებს. 1984 წელს გახდა ჰავაის აღმოსავლეთ-დასავლეთის კულტურისა და კომუნიკაციის ცენტრის ასპირანტი, კითხულობდა ლექციებს, იყო მრჩეველი და ჟიურის წევრი ისეთი ცნობილი ინსტიტუტებისათვის, როგორიცაა სანდენსის ინსტიტუტი, ჰავაის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი და სან ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, არის ამერიკის კინოაკადემიის, კინო-ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი.

მის სახელს უკავშირდება ფილმები: „მანზანართან გამომშვიდობება“, „არასოდეს იტირო, მგელო“ „ძვირფასო, ბავშვები დავაპატარავე“ „ვარსკვლავური ომები VI“ „მერაკეტე“ და „ტექნოლოგიური წყურვილი“. ასევე ის იყო რეჟისორი ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმისა ხელოვანის შესახებ „ისამუ ნოგუჩი: ქვები და ქაღალდი“.

ჰირო ნარიტამ მიიღო კინოკრიტიკოსთა ჯილდო საუკეთესო კინომატოგრაფიისათვის და ასევე გადაეცა პრიზი ბოსტონის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე ინდის სტილის საუკეთესო კინომატოგრაფიისათვის, სამჯერ იყო ნომინირებული ემიზე.

   

ბილ ჰოლშეფნიკოვი

 

 

ბილ ჰოლშეფნიკოვი– ემის მფლობელი ოპერატორი, განათების დიზაინერი და პედაგოგი. ჰოლშეფნიკოვი 30 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა გადაღებებსა და განათებას როგორც ტელეგადაცემებისათვის, ასევე კორპორატიული და დოკუმენტური პროგრამებისათვის. მან შექმნა არაჩვეულებრივი განათება და ხატოვანი

სურათები ისეთი კლიენტებისათვის, როგორებიცაა: რიც-კარლტონი, მერიოტის კურორტები, National Geographic-ი, ESPN-ი, CNN-ი, ოთხი სეზონი, მერსედეს-ბენცი, ინფინიტი, დისნეი და მრავალი სხვა სატელევიზიო ქსელისთვის მსოფლიოში. ჰოლშეფნიკოვმა ახლახანს დაამთავრა National Geographic-ის ორ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა “ვეშაპთა მეგობრობა” (The Fellowship of the Whales), და “კოლაფსი” (Collapse), ფილმები დაფუძნებულია ჯარედ დაიმონდის წიგნზე. ბილმა ასევე იანვარში დაასრულა სრულმეტრაჟიანი ფილმის მონტაჟი სან ფრანცისკოში. ჰოლშეფნიკოვი განათების ინდუსტრიაში წამყვან ექსპერტადაა აღიარებული, ის ატარებს ათასობით სემინარს „განათების ძალის“ შესახებ, კინოს, ტელევიზიებისა და კორპორატიული ვიდეო პროფესიონალებისათვის, როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე მთელი მსოფლიოს გარშემო. მისი გამოცდილება, როგორც განათების პედაგოგის მოიცავს უამრავ წარმატებულ განათების სწავლების ვიდეოს, საავტორო „განათების ძალის“ DVD-ი სერიებს და 100-ზე მეტ სტატიას პოპულარულ გამოცემებში, როგორებიცაა American Cinematographer-ი, DV-ი და Video Systems Magazines-ი.

 

განათების სფეროს წამყვანი კომპანიები მხარს უჭერენ ჰოლშეფნიკოვის საგანმანათლებლო სემინარებს, მათ შორისაა Arri-ი, Kino Flo და Chimera. ჰოლშევნიკოვმა

ახლახანს დაამთავრა ფოტო და ვიდეო ბაზრისათვის ახალი განათების DVD-ი, სახელწოდებით „სამგანზომილებიანი კონტრასტი“ სინათლის ფიზიკურ თვისებებზე.

პარტნიორები