2018

ტომ ბარანსი

 
 

ტომ ბარანსი  არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ტრენერი კინომიმართულებით დიდ ბრიტანეთში. ის რეგულარულად   ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა აუდიტორიასთან: ბიზნეს, არაკომერციულ, საქველომოქმედო, თუ სხვა  ტიპის ორგანიზაციებში. ჩართულია არაერთ პროექტში, რომელიც მზინად ისახავს ახალგაზრდებისთვის  მხარდაჭერას ფილმის გადაღების პროცესში. მას სჯერა, რომ ფილმის გადაღება ყველას შეუძლია. “მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების გადაღება არის შესანიშნავი გზა, რომ მოყვე ისტორიას და შენი იდეა გამოხატო. პროცესი კი თავის მხრივ სულაც არაა რთული“ აღნიშნავს ის.  

მისი პუბლიკაციებიდან და ინტერაქციული რესურსებიდან ყველაზე გამორჩეული პროექტებია: „მონტაჟის ხელოვნება:  “ისწავლე ფილმის მონტაჟი“, 
“ფილმის შექმნა გრძნობის შექმნაა” და “ფილმების გამოყენება სკოლაში” .

ტომ ბარანსი ბოლო 20 წლის განმავლობაში უამრავ საგანამანათლებლო პროექტსა თუ ვორქშოფში  ყოფილა ჩართული. ის თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა Apple, BFI Education, Film Education, Filmclub, Film: 21st Century Literacy, Ffilm Cymru Wales, Into Film, Kids in Museums, Literature Wales და  Zoom Cymru.

აღსანიშნავია, რომ ის არის კომპანია „ეფლის“ საპატიო პედაგოგი, „ხელოვნების დაჯილდოების“ მრჩეველი და  კომპანია „Into Film“ -ის პრაქტიკოსი ლექტორი.  

დონატო როტუნო

 
 

ეროვნებით იტალიელი პროდუსერი, 1992 წელს დაამთავრა ბელგიაში IAD  კინოთმცოდნეობის ფაკულტეტი.

1995 წელს ლუქსემბურგში დააფუძნა ფილმის წარმოების კომპანია ტარანტულა. კომპანიამ 24 ზე მეტი მხატვრული ფილმი გამოუშვა. 1999 წელს დაასრულა EAVE და 2001 წელს კანში  “ ფილმის პროდუსერობა” ( EAVE 1999 მიმართულებით, კანის კინო ფესტივალი 2001 წ.).

კარიერა დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმით -  “Nebbiolo Rosso”, რომელმაც ნიამორის კინო ფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო მიიღო. ხოლო პირველმა სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა “in dark Place” 2007 წელს მიიღო საუკეთესო არტისტული (best artistic contribution) ლოტზენბერგერის კინოპრიზი. ხოლო მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი “baby(a)lone” მიწვეული იყო უამრავ საერთაშორისო კინოფეტივალებზე და ლუქსემბურგის 88-ე აკადემიის ჯილდო მოიპოვა, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა.



ქეროლ პიჟერდი

 
 

ქეროლი “როს ვიდეოში” 2017 წლიდანაა დასაქმებული ბიზნესის სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში განვითარების პოზიციაზე. ქეროლი ამჟამად პრაღაში ცხოვრობს და მოღვაწეობს (წარმოშობით საფრანგეთიდანაა). ის საერთაშორისო კომერციასა და უცხო ენებში (ინგლისური, ესპანური, რუსული და ჩეხური) საფრანგეთსა და ჩეხეთში სწავლობდა (BA), ხოლო საფრანგეთის რენის უნივერსიტეტში საერთაშორისო კომერციას (MA).



პარტნიორები