2019

როჯერ სიმონსი 

 
 

 

როჯერ სიმონსი დაიბადა ჰოლანდიაში და ნაწილობრივ სამხრეთ აფრიკაში აღიზარდა, ლონდონში სწავლის დასრულების შემდეგ კარიერა დიდ ბრიტანეთში დაიწყო. პირველი ექვსი წელი თეატრში მოღვაწეობდა, შემდეგ კი კინო სფეროში გააგრძელა მოღვაწეობა, ის უამრავი მხატვრული და სატელევიზიო ფილმის მთავარი  ოპერატორია. შემდგომში რეჟისურით დაკავდა და ფრანგული, ჰოლანდიური და ბრიტანული ტელევიზიებისათვის გადაიღო დეტექტიური  და კომედიური ჟანრის მრავალსერიანი ფილმები. როჯერი ბრიტანეთის ოპერატორთა საზოგადოების (BSC) სრული და  Rose Bruford-ის სახელოვნებო კოლეჯის საპატიო წევრია.

მასტერ კლასის თემა: “კადრები კადრებს მიღმა” როჯერ სიმონსი ისაუბრებს პოსტ-პროდაქშენის დროს შესასრულებელ სამუშაოებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი კინომატოგრაფისტის მიერ ამ კადრებზე კონტროლის შენარჩუნება და საბოლოო პროდუქტის მიღება

ჯონ ჰენშალი

 
 

 

ერთხელ ოპერატორი - მუდამ კინემატოგრაფისტი 1961 წელს, ახალგაზრდა ჯონ ჰენშალი, პირდაპირ სკოლიდან შეუერთდა BBC-ის გუნდს. ბობ ჰოუპი და ბინგ კროსბი იმ მრავალ ვარსკვლავთაგანია, რომელთანაც მას მოუწია მუშაობა. ხანგრძლივი კარიერის შემდეგ, ჯონი ამჟამად სატელევიზიო ოპერატორთა გილდიის პრეზიდენტია - სწორედ ის იყო ერთ-ერთი, ვინც ამ ორგანიზაციის შექმნაში 47 წლის წინ მიიღო მონაწილეობა. კარიერის მანძილზე ჯონი გამუდმებით არღვევდა წესებს და მიდიოდა რისკზე, ის ამჟამად ზრდის მომავალ კინემატოგრაფისტთა თაობას.

https://en.wikipedia.org/wiki/John_Henshall_(photographer)

პარტნიორები