კონტენტის შესახებ

ოქროს თვალის კონტენტ მარკეტი არის უნიკალური პროექტი მედია სივრცისთვის კავკასიის რეგიონში, რომელმაც სტარტი 2016 წელს აიღო და საკმაოდ წარმატებული ღონისძიება გამოვიდა. მარკეტზე მონაწილეობას იღებენ წამყვანი კონტენტის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები, ასევე საქართველოს, მოლდოვის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის  და რეგიონის სხვა ქვეყნების წამყვანი სამაუწყებლო კომპანიები.

ღონისძიების ფარგლებში სატელევიზიო, კინო, საპროდიუსერო და სხვა მედია ბიზნესის წარმომადგენლებს ეძლევათ შანსი გაეცნონ კოლეგებს, დაამყარონ ფორმალური და არაფორმალური უფრთიერთობები. საფუძველი ჩაუყარონ კლიენტებთან თანამშრომლობას და წარმატებულ ხელშეკრულებებს. გაეცნონ საერთაშორისო მედია სივრცეში მიმდინარე სიახლეებსა და ტრენდებს.

ოქროს თვალის ბაზრობა ერთადერთი პლატფორმაა, სადაც შეგიძლიათ   ოფიციალური თუ არაოფიციალური ურთიერთობის დაწყება კავკასიის ბაზრის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

 

 

 

პარტნიორები