წინა
შემდეგი

კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს თვალი"

2009 წლიდან საქართველო კინო და ტელეოპერატორების ფესტივალის „ოქროს თვალი“ -ს მასპინძელია.

ფესტივალის მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებითი და პროფესიული განვითარებისათვის ხელის შეწყობა, მათი საქმიანობის სტიმულირება, საუკეთესოთა გამოვლენა და წარმოჩენა.

ფესტივალი საერთაშორისოა და როგორც მისი უცხოელი სტუმრები აღნიშნავენ უნიკალურია მსოფლიოში.

„ოქროს თვალი“ მასში შემავალი ღონისძიებებით ხელს უწყობს საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში მედია კომუნიკაციების, რადიო მაუწყებლობისა და კინოს სფეროს განვითარებას.

გარდა ამისა, დიდია ღონისძიების საგანმანათლებლო მნიშვნელობა, მის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო კლასის პროფესიონალების მასტერ კლასები და სემინარები, რითაც „ოქროს თვალი“ ზრუნავს სფეროს ტექნიკური პერსონალის შემოქმედებითი და პროფესიული განვითარებისათვისათვის.