გაიხსნა კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“

ზურაბ გეგენავა

კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი” გაიხსნა. ფესტივალს, ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდი თბილისში მეოთხედ ატარებს  .

როგორც „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის დამფუძნებელმა ზურაბ გეგენავამ განაცხადა, ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია SONY  professional solutions group-ი. გეგენავას თქმითვე, ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს კინო  და სატელევიზიო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების პროფესიულ ზრდას, აგრეთვე მისცეს მოტივაცია ქართველ ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს .

ინოვაციური ტექნოლოგიების სართაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ლევან კაცაძის თქმით, „ოქროს თვალი” კინო და ტელეოპერატორების საერთაშოროსო ფესტივალია, რომლიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში.

რაც შეეხება ნომინაციებს, საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგ 4 ნომინაციაში: საუკეთესო კონოოპერატორული ნამუშევარი; საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი; სარისკო კადრი და საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი. ჟიურის გადაწყვეტილებით ერთ-ერთ საკონკურსო ნამუშევარის ავტორს შესაძლებელია გადაეცეს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო გრან-პრი „ოქროს თვალი”.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ფესტივალის ოფიციალურ საიტზე WWW.GOLDENEYE.GE და წარმოადგინოს თავისი ნამუშევარი საორგანიზაციო ჯგუფში; კონკურსანტს შეუძლია ნამუშევარი მიიტანოს შემდეგ მისამართზე თბილისი, მარიჯანის #2 ან გააგზავნოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე – INFO@GOLDENEYE.GE . ან ატვირთოს ინტერნეტსივრცეში და გადმოსაწერი ბმული მიაწოდოს ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს.

ლევან კაცაძის თქმით, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები. ფესტივალის სტუმარი კომპანიები SONY, PANASONIC, CANON, FUJIFILM და სხვ. ჩაატარებენ სემინარებსა და მასტერკლასებს. აგრეთვე გაიმართება ტექნიკის გამოფენა.

ფესტივალს ესტუმრებიან სპეციალური სტუმრები ჰოლივუდიდან. 

საკონკურსო ნამუშევრების მიღება 2014 წლის 1 მაისიდან დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. 15-18 ოქტომბერს კი TBILISI EVENT HALL-ში ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:  WWW.GOLDENEYE.GE

ფეისბუქი
Twitter
LinkedIn