კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალი

a9a1e9b5a76e0e7d8d01c677f5d5ee98_FULLSIZE

კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალი
სამაუწყებლო ტექნიკის მესამე საერთაშორისო გამოფენა
სატელევიზიო პროდუქციის გამოფენა

2 ოქომბერს ბათუმის შერატონში გაიმართა ფესტივალი „ოქროს თვალი“-ის საზეიმოდ დახურვის ცერემონია.

ოქროს თვალის ისტორიაში მეექვსედ გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი – ვლადიმირ ბელდიანი „ფუტკრის ზუზუნი“ (რუსეთი);
  • საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი – სერხიო გარსია ლოკალეტი „ნაწყვეტები კამპანიიდან“ (ეკვადორი);
  • სარისკო კადრი – ფოად ჰალაკ „სცენის მიღმა“ (სირია);
  • საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი – ევგენი კირეი „მოლოტოვის კოქტეილი“ (უკრაინა)
  • გრანპრი – ვლადიმირ ბელდიანი „ფუტკრის ზუზუნი“ (რუსეთი).

სპეციალური პრიზები

გიორგი ცხადაძე – სპეციალური პრიზი პროფესიული ერთგულებისთვის;
მირჩა სურდუ – ინოვატორის სპეციალური პრიზი;
ედუარდ სულიკო კვირიკაძე – სპეციალური პრიზი აჭარის რეგიონის ყველაზე უხუცეს ოპერატორს;
მამუკა ჩხიკვაძე – სპეციალური პრიზი ბათუმზე გადაღებული ფილმისთვის;
კახა ბექაური – სპეციალური პრიზი ქართული მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
ნინო ბაშარული – ინაგროს სპეციალური პრიზი;
ფილიპ როშოლე – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური პრიზი;
მარკო ჰუერტასი- სპეციალური პრიზი ყირგიზეთის წარმომადგენლისგან;
ელმან ალიევი -ჟიურის სპეციალური პრიზი;
მარტინ ზიარანი – საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალური პრიზი.

ფესტივალის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების ყველა სტუმარს ჰქონდა  შესაძლებლობა დასწრებოდა მსოფლიო კინემატოგრაფიის ლეგენდის ქრისტოფერ კოპოლასა და ბრუს ნიკოლსონის მასტერკლასებს. ასევე, ქართველი მწერლის დავით ტუაშვილის სემინარს ქართული კინოს ისტორის შესახებ.

ასევე, 1 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა სამაუწყებლო ტექნიკის მესამე საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ლიდერმა სამაუწყებლო, კინო და რადიო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიებმა (Panasonic, Canon, Sony, RTS, Evertz, LiveU, Manfrotto, Rosco, S-A-M, SoftLab, Fujinon, და..), მათ ასევე ჩაატარეს პრეზენტაციები ტელევიზიების ტექნიკური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

გამოფენის ფარგლებში ქართული სამაუწყებლო, კინო და რადიო ტექნიკის დისტრიბუტორმა კომპანია ინოვატორმა, საკუთარ სტენდზე გაათამაშა DJI Phantom 4, რომლის მოგებაც გამოფენაზე მოსულ ყველა სტუმარს შეეძლო.

წელს პირველად, გაიმართა სატელევიზიო  პროდუქციის  გამოფენა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანმა კონტენტის მწარმოებელმა და სადისტრიბუციო კომპანიებმა : Discovery; NBC UNIVERSAL, Flame Distribution, Russian Report, Igmar, FremantleMedia, Ignition, Intra Communication, EndemolShine Group, CTC Media, Team UEFFA.

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მადლობას უხდის “ოქროს თვალის” მხარდამჭერებსა და სპონსორებს: პანასონიკი, ქენონი, ინოვატორი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბათუმის მერია,  პორტალი – Myvideo.ge საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.

წელს ფესტივალი „ოქროს თვალი“ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩატარდა.

ფეისბუქი
Twitter
LinkedIn