საქართველოს შესახებ

თბილისი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ქალაქი დაფუძნდა მე-5 საუკუნეში, ხოლო საქართველოს დედაქალაქად იქცა მე-6 საუკუნეში. თავისი მდიდარი ისტორიისა და ეთნიკური მრავალფეროვნების წყალობით თბილისში შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა არქიტექტურული სტილის შენობები. ქალაქის ცენტრში ბევრი თანამედროვე პროსპექტი და ძველებური ვიწრო ქუჩაა. ტურისტებისათვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს შუა საუკუნეების უბანი.

თბილისში მოქმედებს როგორც ქრისტიანული ეკლესიები, ასევე მეჩეთები და სინაგოგები, რომლებიც გვერდიგვერდ მდებარეობენ. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს თბილისური ტოლერანტობის მაღალ დონეზე.

ქალაქში დიდი რაოდენობით არის ბარ-რესტორნები და ფეშენებელური სასტუმროები, თუმცა არც იაფი საცხოვრებელის შოვნა წარმოადგენს პრობლემას. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული სამზარეულო და მიირთვათ ყავა. მრავალრიცხოვანი კლუბების წყალობით ცხოვრება მუდამ აქტიურ რეჟიმშია, მსურველებს ყოველთვის შეუძლიათ გაერთონ ღამითაც. თბილისის ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობათა შორის უნდა აღინიშნოს ნარიყალას ციხე-სიმაგრე, სიონის ტაძარი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ვორონცოვის სასახლე, სამების საკათედრო ტაძარი, ეროვნული მუზეუმი და მრავალი სხვა. გარდა ამისა, ქალაქის უკეთ გაცნობის მიზნით ტურისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში.

რეკომენდებული სასტუმროები

Old Tbilisi Hotel
ძველი თბილისის სასტუმრო
მისამართი: რამე მისამარტი
Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
მისამართი: თბილისი, საქართველო