ფესტივალი

ვიდეოს დაკვრა

ფესტივალის შესახებ

21 საუკუნეში ვიზუალური ხელოვნება დღითი დღე ვითარდება და წარმოუდგენელი პროგრესის მომსწრესა და მონაწილეს გვხდის. ოპერატორები არიან ადამიანები რომელთა ხედვაზეც დიდად არის დამოკიდებული როგორ აღვიქვამთ მოვლენებს, მიუხედავად ამისა ისინი ყოველთვის კადრს მიღმა დგანან და ჩვენთვის უცნობებად რჩებიან: ტელეოპერატორები ხშირად სიცოცხლის ფასად გვაწვდიან კადრებს, კინო ოპერატორები კი - ლამაზი და საინტერესო კადრებით იპყრობენ ჩვენს მზერას.

2009 წლიდან საქართველო კინო და ტელეოპერატორების ფესტივალს „ოქროს თვალი“ მასპინძლობს. ფესტივალის მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებითი და პროფესიული განვითარებისათვის ხელის შეწყობა, მათი საქმიანობის პროპაგანდა და სტიმულირება, საუკეთესოთა გამოვლენა და წარმოჩენა. ფესტივალი საერთაშორისოა და როგორც მისი უცხოელი სტუმრები აღნიშნავენ უნიკალურია მსოფლიოში.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან „ოქროს თვალზე“ წარდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს სფეროს წამყვანი სპეციალისტებისაგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური აფასებს. გრან-პრი „ოქროს თვალი“ კი - გამორჩეული ოპერატორული ნამუშევრის ავტორს ენიჭება. სამუშაოს წარდგენა

„ოქროს თვალის“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

გრან-პრი - ოქროს თვალი;

ოქროს თვალი

საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი

ოქროს თვალი

სარისკო კადრი

ოქროს თვალი

საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი

საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლიათ:

golden eye festival

პროფესიონალ ოპერატორებს

golden eye festival

სტუდენტებს

golden eye festival

ტელეკომპანიებს

golden eye festival

სტუდიებს/შემოქმედებით გაერთიანებებს

golden eye festival

ნამუშევარზე საავტორო უფლების მფლობელებს