Bill Holshevnikoff
ბილ ჰოლშევნიკოვი
Director of photography, lighting designer and educator

ბილ ჰოლშეფნიკოვი– ემის მფლობელი ოპერატორი, განათების დიზაინერი და პედაგოგი. ჰოლშეფნიკოვი 30 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა გადაღებებსა და განათებას როგორც ტელეგადაცემებისათვის, ასევე კორპორატიული და დოკუმენტური პროგრამებისათვის. მან შექმნა არაჩვეულებრივი განათება და ხატოვანი სურათები ისეთი კლიენტებისათვის, როგორებიცაა: რიც-კარლტონი, მერიოტის კურორტები, National Geographic-ი, ESPN-ი, CNN-ი, ოთხი სეზონი, მერსედეს-ბენცი, ინფინიტი, დისნეი და მრავალი სხვა სატელევიზიო ქსელისთვის მსოფლიოში. ჰოლშეფნიკოვმა ახლახანს დაამთავრა National Geographic-ის ორ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა “ვეშაპთა მეგობრობა” (The Fellowship of the Whales), და “კოლაფსი” (Collapse), რომლებიც დაფუძნებულია ჯარედ დაიმონდის წიგნზე. ბილმა ასევე იანვარში დაასრულა სრულმეტრაჟიანი ფილმის მონტაჟი სან ფრანცისკოში.

ჰოლშეფნიკოვი განათების ინდუსტრიაში წამყვან ექსპერტადაა აღიარებული, ის ატარებს ათასობით სემინარს „განათების ძალის“ შესახებ, კინოს, ტელევიზიებისა და კორპორატიული ვიდეო პროფსიონალებისათვის, როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე მთელი მსოფლიოს გარშემო. მისი გამოცდილება, როგორც განათების პედაგოგის მოიცავს უამრავ წარმატებულ განათების სწავლების ვიდეოს, საავტორო „განათების ძალის“ DVD-ი სერიებს და 100-ზე მეტ სტატიას პოპულარულ გამოცემებში, როგორებიცაა American Cinematographer-ი, DV-ი და Video Systems Magazines-ი.

განათების სფეროს წამყვანი კომპანიები მხარს უჭერენ ჰოლშევნიკოვის საგანმანათლებლო სემინარებს, მათ შორისაა Arri-ი, Kino Flo და Chimera. ჰოლშევნიკოვმა ახლახანს დაამთავრა ფოტო და ვიდეო ბაზრისათვის ახალი განათების DVD-ი, სახელწოდებით „სამგანზომილებიანი კონტრასტი“ სინათლის ფიზიკურ თვისებებზე, რომელიც ხელმისაწვდომია მის ვებ გვერდზე. ახალმა DVD-მ დაიმსახურა Top New-ს ჯილდო. ბილ ჰოლშევნიკოვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://poweroflighting.com