ფესტივალზე საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის წესები და პირობები

საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლიათ:

პროფესიონალ ოპერატორებს; სტუდენტებს; ტელეკომპანიებს; სტუდიებს/შემოქმედებით გაერთიანებებს; ნამუშევარზე საავტორო უფლების მფლობელებს. ყველა ზემოთ ხსენებული პირი მოხსენიებული იქნება, როგორც კონკურსის მონაწილე და იქნება პასუხისმგებელი ფესტივალის წესებისა და პირობების შესაბამისად. საკონკურსო ფილმები უნდა აკმაყოფილებდენ შემდეგ პირობებს:

• გარჩევადობა – არანაკლებ 1920×1080 Full HD;

• ნამუშევრები შეიძლება იყოს მხატვრული ან დოკუმენტური ფილმი, ვიდეო სკეტჩები, ვიდეო პროფილები, მუსიკალური ვიდეოები და ა.შ.;

• ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს ციფრულ ფორმატში;

• საკონკურსო ნამუშევარი დასრულებული უნდა იყოს, კინოფესტივალის ჩატარების თარიღამდე მაქსიმუმ 2 წლით ადრე.

ფესტივალზე ნომინირებულ ფილმებს თან უნდა ახლდეს რიგი დოკუმენტები: სუბტიტრები ინგლისურად, სარეკლამო და პრეს მასალები, მასალები კატალოგისათვის, ინფორმაცია ფილმის ავტორებზე, კინოფილმის ფოტოები და ოპერატორის ფოტო.

ნომინირებული ფილმების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ელექტრონული ფოსტით. დარწმუნდით, რომ თვქენს მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი სწორია.

უფლებამოსილება

საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლიათ:

პროფესიონალ ოპერატორებს

სტუდენტებს

ტელეკომპანიებს

ტელეკომპანიებს

სტუდიები ან შემოქმედებითი გაერთიანებები

საავტორო უფლებების მფლობელები